რომის "ლაციომ" ნახევარმცველებს ნიგერიელ ოგენი ონაზის და იტალიელ ანტონიო კანდრევას კონტრაქტები გაუხანგრძლივა.
27 წლის იტალიელს კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში ეწურებოდა და ხელფასის სახით წელიწადში 900 000 ევრო ჰქონდა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, იგი კლუბში 2019 წლამდე დარჩება და წლიურ 1.8 მილიონ ევროსაც მიიღებს.
რაც შეეხება ახალგაზრდა ონაზის, 21 წლის ფეხბურთელმა "ლაციოსთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და წელიწადში 700 000 ევროს მიიღებს.
გიორგი ბალახაძე