ფეხბურთი

23:10 | 17.09.2014 | ნანახია 0 - ჯერ

კანალესი: “სოსიედადს” მაღალი მიზნები აქვს”

“სოსიედადის” ნიჭიერმა ნახევარმცველმა, სერხიო კანალესმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მის კლუბს ლა ლიგაში მაღალი მიზნები აქვს.

ბასკებმა სეზონი არასტაბილურად დაიწყეს და ევროპა ლიგის ფლეი-ოფში “კრასნოდართან” გამოვარდნენ. თუმცა, თამაში უმალ გამოასწორეს და მადრიდის “რეალის” დამარცხება მოახერხეს ჩემპიონატის მეორე ტურში. გასულ უქმეებზე კი, ვიგოში ბოლო წუთზე მოახერხეს “სელტასთვის” ქულის გამოგლეჯვა.

ახალგაზრდა ესპანელი დარწმუნებულია, რომ ზაფხულში განხორციელებული ტრანსფერები გუნდს სასიკეთოდ წაადგება. “ანოეტას” ბინადრებმა ჟერონიმო რული, ესტებან გრანერო და ალფრედ ფინბოგასონი დაიმატეს.

“იმედი გვაქვს, რომ ახალი მოთამაშეები გაგვაძლიერებენ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ და თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. სწორ გზას ვადგავართ. გასულ ტურში, “ბადაილოსზე” ჩვენი ხასიათი ვაჩვენეთ და რთული შეხვედრა შემოვაბრუნეთ.

სეზონი ახლა დაიწყო და უფრო მოვუმატებთ. “სოსიედადს” სოლიდური მიზნები აქვს და ლა ლიგაში მაღალი ადგილის დაკავებას ვაპირებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს სერხიო კანალესმა.

ირაკლი ალიმბარაშვილი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:22 | 25.10.2013
mushni (93569)

ცოდვაა..... მოდი

13:03 | 24.10.2013
kelbo (7279)

იმ რამდენიმე ამოტივტივებული ქალის სურათები მაინც დაგედოთ, ცოტა აზრი მიეცემოდა ამ სტატიაზე შემოსვლას

19:55 | 25.10.2013
dato.nanava (2529)

აჰაჰა

12:27 | 24.10.2013
lukamera (321)

ერთი მაგისიც.რაში გვაინტერესებს ესეთი ამბები

19:54 | 25.10.2013
dato.nanava (2529)

ადმინს აინტერესებს და გვიდებს

00:21 | 25.10.2013
mushni (93569)

მემარჯვენეა ჭაბუკობიდანDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065657
სარეკლამო ადგილი - 99
X x X