სხვა

23:42 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანადამ აქტივს 2 ოქრო შემატა და საერთო ჩათვლაში წინ გაიჭრა

XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მორიგი დღე მიილია, მედლების საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე კი კანადის ნაკრებმა გადაინაცვლა, რომელმაც აქტივს ერთბაშად 2 ოქროს მედალი შემატა. 1500 მეტრზე შორტ-ტრეკზე ყველას შარლ ამლენმა აჯობა, ფრისტაილის სახეობა მოგულში კი ალექს ბილოდომ იმარჯვა.

კანადელთა დარად 3 ოქროს მედალი აქვს ჰოლანდიის ოლიმპიურ გუნდსაც. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, “ნარინჯისფრებმა” ციგურებით სირბილში მორიგი დისციპლინაც ტრიუმფალურად დაასრულეს. გამარჯვება მიხელ მიულდერს დარჩა და კვარცხლბეკის დანარჩენი საფეხურებიც ჰოლანდიელებმა შეავსეს – იან სმეეკენსმა და მიხელის ძმა რონალდ მიულდერმა.

 

XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები. სოჭი (რუსეთი). 10 თებერვალი. გათამაშდა 5 მედალი

სამთო თხილამურები. ქალები. სუპერკომბინაცია. სლალომი

1. მარია ჰოფლ-რიში (გერმანია) 2.34,62

2. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) +0,40

3. ჯულია მანკუზო (აშშ) +0,53

 

შორტ-ტრეკი. კაცები. 1500 მ.

1. შარლ ამლენი (კანადა) 2.14,985

2. ტიანიუ ჰანი (ჩინეთი) 2.15,055

3. ვიკტორ ანი (რუსეთი) 2.15,062

 

ციგურებით სირბილი. კაცები. 500 მ.

1. მიხელ მიულდერი (ჰოლანდია) 69,31

2. იან სმეეკენსი (ჰოლანდია) +0,01

3. რონალდ მიულდერი (ჰოლანდია) +0,15

 

ბიატლონი. კაცები. რბოლა გამოდევნებით. 12.5 კმ.

1. მარტენ ფურკადი (საფრანგეთი) 33.48,6

2. ონდრჟეი მორავეცი (ჩეხეთი) +00.14,1

3. ჟან-გიიომ ბეატრიქსი (საფრანგეთი) +00.24,2

 

ფრისტალი. კაცები. მოგული

1. ალექს ბილოდო (კანადა) 26.31

2. მიკაელ კინგსბერი (კანადა) 24.71

3. ალექსანდრ სმიშლიაევი (რუსეთი) 24.34


ქვეყანა ოქრო             ვერცხლი      ბრინჯაო      სულ
1. კანადა 3 3 1 7
2. ჰოლანდია 3 2 2 7
3. ნორვეგია 2 1 4 7
4. აშშ 2 0 3 5
5. გერმანია
2 0 0 2
6. რუსეთი 1 2 3 6
7. ავსტრია 1 2 0 3
8. საფრანგეთი 1 0 1 2
9. პოლონეთი 1 0 0 1
9. სლოვაკეთი 1 0 0 1
9. შვეიცარია 1 0 0 1
12. ჩეხეთი 0 2 1 3
13. შვედეთი 0 2 0 2
14. იტალია 0 1 1 2
15. ჩინეთი 0 1 0 1
15. ფინეთი 0 1 0 1
15.    სლოვენია 0 1 0 1
18. დიდი ბრიტანეთი      0 0 1 1
18. უკრაინა 0 0 1 1
თეგებისოჭი 2014
0.116809