ფეხბურთი

11:05 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნს ფორვარდი დაუშავდა

კამერუნის ნაკრების თავდამსხმელმა პიერ ვებომ მაკედონიასთან ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო. პირველი გოლის გატანისას, მაშინ, როდესაც ფორვარდი „მაკრატელათი“ ურტყამდა, მინდორზე უხერხულად დავარდა და მხარი დაიზიანა.

პიერ ვებომ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ტრავმის სიმძიმეზე კი ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არც ერთ წყაროს არ გაუვრცელებია. შეგახსენებთ, ეს ფეხბურთელი კამერუნის ნაკრების სამუნდიალე წინასწარი განაცხადის წევრია.

0.115901