ფეხბურთი

18:05 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნის ნაკრები ბრაზილიაში ჩავიდა

კამერუნის ეროვნული ნაკრები ბრაზილიაში იმყოფება და მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კამერუნელი ფეხბურთელები ფედერაციის მიერ დაწესებული პრემიების ოდენობით უკმაყოფილონი იყვნენ და ისინი ბრაზილიაში გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ. საბოლოოდ, პრობლემა გადაიჭრა და აფრიკელმა ფეხბურთელებმა სამხრეთ ამერიკას მიაშურეს.

კამერუნის ნაკრები, რომელიც ჯგუფში მექსიკასთან, ხორვატიასთან და ბრაზილიასთან მოხვდა, პირველ თამაშს 13 ივნისს, მექსიკასთან ჩაატარებს.

0.121337