კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფოლკერ ფინკემ, ბრაზილიაში გასამართ მუნდიალისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ აფრიკელები მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები ბრაზილიის, ხორვატიის და მექსიკის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.
საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: შარლ იტანჯი ("კონიასფორი", თურქეთი), სამი ნ ' ჯოკი ("ფეტიესფორი", თურქეთი), ლოიკ ფეჯუ ("კოტონ სპორტი").
მცველები: ალან ნიომი ("გრანადა", ესპანეთი), დანი ნუნკეი ("ბეშიქთაში", თურქეთი), სედრიკ ჯეგუე ("კოტონ სპორტი"), ორელიენ შეჯუ ("გალათასარაი", თურქეთი), ნიკოლა ნკულე ("მარსელი", საფრანგეთი), ანრი ბედიმო ("ლიონი", საფრანგეთი), ბენუა ასე ეკოტო ("ტოტენჰემი", ინგლისი).
ნახევარმცველები: ეიონგ ენო ("ანთალიასპორი", თურქეთი), ჟან მაკუნი ("რენი", საფრანგეთი), ჟოელ მატიპი ("შალკე", გერმანია), სტეფან მბია ("სევილია", ესპანეთი), ლანდრი ნგემო ("ბორდო", საფრანგეთი), ალექსანდრ სონგი ("ბარსელონა", ესპანეთი), ედგარ სალი ("ლანსი", საფრანგეთი).
თავდამსხმელები: სამუელ ეტოო ("ჩელსი", ინგლისი), ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი ("მაინცი", გერმანია), ბენჟამინ მუკანჯო ("ნანსი", საფრანგეთი), ვენსან აბუბაკარი ("ლორიანი", საფრანგეთი), პიერ ვებო ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ფაბრის ოლინგა ("ზულტე-ვარეგემი", ბელგია).
გიორგი ბალახაძე