არ დაუჯეროთ თუკი ვინმე გეტყვით, რომ ჩვენს დედამიწაზე უკანასკნელ დროს მხოლოდ ცუდი ამბები ხდება, რადგან როგორც ჩანს, სხვადასხვა ქვეყნებში მრავალ კარგ ტრადიციასაც ეყრება საფუძველი და ამის არდანახვა უბრალოდ არ შეიძლება.
მთელს მსოფლიოში სიგარეტისათვის თავის დანებება იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბევრგან მწეველობა საზოგადოებისგან გარიყულობასაც კი ნიშნავს. როგორც ჩანს ამ პროცესებს სათანადოდ აუღო ალღო იტალიაში მოთამაშე არგენტინელი ფეხბურთელის, ესტებან კამბიასოს ცოლმა, კლაუდია კამბიასომ და პაპიროზის ქაჩვას თავი დაანება.
სიგარეტის წევისათვის თავის დამნებებელმა კლაუდიამ საჯაროდ დაიქადნა, - ჩემდათავად პაპიროზის პირში ჩამდებისაცო! აასრულებს თუ არა დანაქადნებს – არც ამის გაგება იქნება ძნელი...