ფეხბურთი

0:07 | 21.07.2014 | ნანახია 2027 - ჯერ

კალუს ინგლისში დაბრუნების შანსი გაუჩნდა

 კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და ფრანგული "ლილის" თავდამსხმელმა სალომონ კალუმ, შესაძლოა კარიერა კვლავ პრემიერლიგაში განაგრძოს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის "ტოტენჰემი" და "ლივერპული" იჩენენ და მზად არიან ტრანსფერში ფრანგულ მხარეს სამი მილიონი ევრო გადაუხადონ.

კოტდივუარელი ფეხბურთელის ვარიანტს ლონდონის "არსენალიც" განიხილავდა, თუმცა ალექსის სანჩესის დამატებით, კალუს ვარიანტი გამოირიცხა.

შეგახსენებთ, რომ სალომონ კალუ ფრანგულ კლუბში ლონდონის "არსენალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ორი სეზონის განმავლობაში კოტდივუარელმა "ლილის" მაისურით 77 შეხვედრა ჩაატარა და 34 გოლთან ერთად 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:18 | 21.01.2017
Rivaldo_Fan (3805)

პირველი ტრანსფერი არ არის...პირველი მარკო სტორარის ბომბა ტრანსფერი იყო...

00:24 | 21.01.2017
millllani (185)

იმედია სუსოს წყალი გადაესხმება

23:53 | 20.01.2017
milanelli (476)

საღოლ იმ ბებერ გალიანის ეს მაინც რო მოახერხა.სადამდე მიიყვანა გუნდი ბერლუსკონიმ რო დეულოფეუს ტრანსფერი,რომელიც ევერტონის ძირითადშიც ვერ ხვდება მაინც გასახარია.forzca milan!!!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062388
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
2027