კალათბურთი

12:09 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალიფორნიული დერბი "კლიპერსმა" მოიგო

 Staples Center-მა მიმდინარე სეზონში ანგელოზთა ქალაქის (ლოს ანჯელესი) რიგით მეოთხე დერბის უმასპინძლა, რომელშიც ამჯერად ფორმალური მასპინძელი "კლიპერსი" გახლდათ, ხოლო "ლეიკერსი" - სტუმარი. მაიკ დანტონის გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა დღევანდელ "გარჩევას", რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების გამო სასტარტო ხუთეულის ორი წევრი არ ჰყავდა: სტივ ნეში და მეტა ვორლდ ფისი.

მატჩი საკმაოდ დაძაბული ბრძოლით დაიწყო და სტარტი "ლეიკერსს" გაცილებით უკეთესი გამოუვიდა. მაქსიმალურად იტვირთებოდა წინა ხაზი, სადაც შესანიშნავად ირჯებოდნენ პაუ გაზოლი და დუაიტ ჰოვარდი, რის შედეგადაც სტუმრები 8:1 დაწინაურდნენ, თუმცა "ლობ სიტიმ" მალევე მონახა გზები, თუ როგორ უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში. პირველ რიგში კრის პოლმა გაცილებით უფრო მაღალი სათამაშო ტემპი შესთავაზა მეტოქეს, რამაც აბსოლუტურად გაამართლა. გაფუჭებული შეტევის შემდეგ, "ლეიკერსი" ძალიან ნელა ჩადიოდა საკუთარ ნახევარზე, რითაც მშვენივრად სარგებლობდა "კლიპერსი" და რეაქტიული სისწრაფის მოთამაშეთა გამოყენებით კონტრშეტევებზე უხვად იხვეჭდა ქულებს. მთელი პირველი მეოთხედის განმავლობაში კობი ბრაიანტი ძირითად აქცენტს გუნდურ თამაშზე აკეთებდა და კალათისკენ საერთოდ არც კი იხედებოდა, ამის გამო პირველი პერიოდი "შავმა მამბამ" 0 ქულითა და 6 პასით დაასრულა.

მეორე ხუთეული მასპინძლებს გაცილებით უფრო ძლიერი კალათბურთელებით ჰყავს დაკომპლექტებული, ვიდრე სტუმრებს და ეს მეორე მეოთხედის სტარტზევე დამტკიცდა, როდესაც სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ჯამალ კროუფორდმა და მეტ ბარნსმა ამოავსეს შორი და საშუალო დისტანციებიდან მეტოქის კალათი, საპასუხოდ კი "ლეიკერსი" მხოლოდ იმას ახერხებდა, რომ უდიდესი ენერგიის დახარჯვის შედეგად 3-წამიან ზონაში ჰოვარდამდე მიეტანა ბურთი, იქ კი “სუპერმენი” დომინანტურად გამოიყურებოდა და მატჩის პირველ ნახევარში 16 ქულაც დააგროვა. მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორისა, "კლიპერსი" დიდ შესვენებაზე მაინც 7-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა - 56:49.

შეხვედრის მეორე ნახევარში კობი ბრაიანტი მიხვდა, რომ ასეთი ტაქტიკით გუნდი წაგებისთვის განწირული იყო და გადაწყვიტა, საკუთარ თავზე აეღო თამაში. ეპიზოდებში კობი მართლაც ბრწყინვალედ ირჯებოდა და ურთულეს ბურთებს აგდებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა ვერაფირთ აუბეს მხარი. ჯოდი მიქსი და სტივ ბლეიკი სრულიად მარტო დარჩენილებიც ვერ ახერხებდნენ პერიმეტრიდან ერთობ საჭირო ქულების დაგროვებას, "კლიპერსი" კი ფონს უკვე ბლეიკ გრიფინის და კრის პოლის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიოდა. მასპინძლებმა მესამე მეოთხედიც მოიგეს და უკანასკნელ 12-წუთეულს სოლიდური სხვაობით შეხვდნენ - 82:70.

მაიკ დანტონის რაღაც უნდა შეეცვალა და "ტბელებმაც" გაცილებით უფრო რისკიანი თამაში წამოიწყეს, თუმცა ამჯერად თავი იჩინა საკუთარ სამწამიან ზონაში უყურადღებო თამაშმა მოხსნებზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შავი საქმის კეთება და გუნდური პრინციპით თამაში კვლავ მთავარ პრობლემად რჩება ამ ფორმაციის "ლეიკერსისთვის." მოთამაშეები ერთმანეთს არ აზღვევენ, ხშირად ვერც უგებენ ერთმანეთს და შედეგად ძალიან ბევრი ბურთი იკარგება, ამას კი ისეთი მაღალი დონის გუნდი, როგორიც "კლიპერსია", რაღა თქმა უნდა, არ პატიობს. ვინი დელ ნეგროს შეგირდებმა ყველანაირი ნერვიულობის გარეშე მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე და მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელაც კი არ დაუყენებიათ ეჭქვეშ საკუთარი უპირატესობა - 109:95.

მატჩის MVP კრის პოლი გახდა, რომლის მონაგარიც 24 ქულა, 12 შედეგიანი პასი, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრაა, მშვენიერი მატჩი ჩაატარა "კლიპერსის" კიდევ ერთმა ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა - 24 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა. "ლეიკერსის" რიგებში კი საუკეთესო ამჯერადაც ლეგენდარული ბრაიანტი იყო, რომელსაც 3 მოხსნა დააკლდა მორიგ სამმაგ დუბლამდე - 25 ქულა, 10 პასი და 7 მოხსნა.

"კლიპერსს" დღევანდელი წარმატების შემდეგ 26 წაგების წილ 51 მოგება დაუგროვდა, რაც კლუბის ისტორიაში რეგულარულში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია, 49 მოგება "ლობ სიტის" შორეულ 1974-75 წლების სეზონში ქონდა.

ვინი დელ ნეგროს გუნდმა კლუბის დაარსებიდან 42 წლის თავზე პირველად მოიგო წყნარი ოკეანის დივიზიონი და დაამხო "ლეიკერსის" 5-წლიანი ჰეგემონია.

1974-75 წლების რეგულარული გათამაშების შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ლეიკერსმა" თანაქალაქელ "კლიპერთან" სეზონის პირველი ეტაპის ოთხივე მატჩი დათმო.

"ლეიკერსმა" წარუმატებელი თამაშის ფონზე ისევ დაკარგა ადგილი პლეი ოფის ზონაში და მე-9 საფეხურზე ჩაინაცვლა. თავის მხრივ, მისმა უშუალო კონკურენტმა "იუტამ" "გოლდენ სტეიტთან" ურთულესი გასვლა მოიგო და ამჯერად სწორედ "ჯაზმენები" იკავებენ პლეი ოფში გამსვლელ მე-8 ადგილს.

 

კლიპერსი - ლეიკერსი 109:95 (30:25, 26:24, 26:21, 27:25)

კლიპერსი: პოლი (24+12პ), გრინი (7), ჯორდანი (4), გრიფინი (24+12მ), ბატლერი (14); კროუფორდი (20), ბარნსი (12), ჰოლინზი (2), ოდომი (2), ბლედსოუ

ლეიკერსი: ბლეიკი (8), მიქსი (6), ჰოვარდი (25), გასოლი (12+13მ+8პ), ბრაიანტი (25+10პ); ჯეიმისონი (8), კლარკი (11), საკრე, მორისი

 

ოკლაჰომა - ნიუ იორკი 120:125 (31:30, 25:35, 33:31, 31:29)

ოკლაჰომა: ვესტბრუკი (37+11მ), სეფალოშა (8), პერკინსი (5), იბაკა (13), დურანტი (27); მარტინი (15), ჯექსონი (13), კოლისონი (2), ფიშერი

ნიუ იორკი: ფელტონი (16), პრიჟიონი (3), ჩენდლერი (15), ენტონი (36+12მ), შამპერტი; სმიტი (22), კიდი (14), კოუპლენდი (13), ნოვაკი (6)

 

ბოსტონი - ვაშინგტონი 107:96 (28:27, 28:25, 31:19, 20:25)

ბოსტონი: ბრედლი (10), პირსი (15), გარნეტი (12), ბასი (20), გრინი (8); რენდოლფი (8), ტერი (9), ლი (6), ვილკოქსი (13), კროუფორდი (6), უილიამსი

ვაშინგტონი: ვოლი (16+10პ), ტემპლი (7), ოკაფორი (8), ნენე (7), ვებსტერი (12); არიზა (14), სერაფინი (10), პრაისი (10), ბუკერი (2), მარტინი (3), ვესლი (2), სინგლეტონი

 

კლივლენდი - ორლანდო 91:85 (22:24, 22:24, 18:18, 29:19)

კლივლენდი: ირვინგი (9), ელინგტონი (9), ზელერი 95), ტომფსონი (15), ჯი (19); ჯონსი (4), ლივინგსტონი (12), მაილსი (8), სპეითსი (8), კასპი (2)

ორლანდო: უდრიჰი (13), ჰარკლესი (7), ვუჩევიჩი (21+21მ), ნიკოლსონი (8), ჰარისი (26+12მ); ოქვინი (2), ლემბი (3), მური (2), ჯონსი (3)

 

საკრამენტო - მეფისი 87:89 (16:25, 28:18, 20:25, 23:21)

საკრამენტო: ტომასი (18), ევანსი (5), კაზინსი (22), ტომფსონი (2), სალმონსი (2); ჰაიესი (4), ტორნტონი (6), ოლდრიჩი (1), დაგლასი (14), ფრედიტი (13)

მეფისი: კონლი (25), ალენი (12), გასოლი (15+10მ), რენდოლფი (9), პრინსი (7); პოინდექსტერი (17), დევისი (2), დულინგი (4), როტენი (2), ლეური, დაიე

 

დეტროიტი - ჩიკაგო 99:85 (23:26, 27:20, 25:21, 24:18)

დეტროიტი: ნაითი (20), სტაკი (14), დრამონდი (3), მონრო (11), სინგლერი (8); მიდლეტონი (10), ჟერებკო (17), ვილიანუევა (12), ბაინამი (4), ენგლიში, კრავცოვი

ჩიკაგო: რობისნონი (18), ჰაინრიხი (7), ნოა (13), ბუზერი (21), ბატლერი (14); მოჰამედი (2), ბელინელი, რადმანოვიჩი (4), კუკი (2), ტიგი, ტომასი (4)

 

გოლდენ სტეიტი - იუტა 90:97 (27:24, 21:32, 21:21, 21:20)

გოლდენ სტეიტი: კარი (22), ტომფსონი (20), ბოგატი (2), ლი (21), ბარნსი (4); ეზელი (2), ჯეკი (7), ლენდრი (10), ბაზემოური, გრინი (2)

იუტა: მო. უილიამსი (25), ფოი (8), ჯეფერსონი (19+12მ), მილსეპი (11), ჰეივარდი (13); ფეივორსი (12+13მ), ტინსლი (6), მა. უილიამსი (3), ქეროლი

 

ფინიქსი - ნიუ ორლეანი 92:95 (26:17, 17:22, 19:35, 30:21)

ფინიქსი: დრაგიჩი (11), ჯონსონი (9), სკოლა (17+10მ), მარკიფ მორისი (18), ტაკერი (4); დადლი (15), ბისლი (3), ჰადადი (6), მარშალი (9)

ნიუ ორლეანი: ვასკესი (10), გორდონი (17), ლოპესი (9), დევისი (20), ამინუ (6); ანდერსონი (17), რობერტსი (4), ამუნდსონი (4), მილერი, ანრი (8)

 

პორტლენდი - დალასი 91:96 (18:29, 14:27, 29:25, 30:15)

პორტლენდი: ლილარდი (15), მეტიუსი (3), ჰიქსონი (6), ოლდრიჯი (18), კლავერი (7); ლეონარდი (2), მეინორი (8), ბაბიტი (10), ბარტონი (22)

დალასი: ჯეიმსი (2), მეიო (7), კამანი (26+11მ), ნოვიცკი (6), მერიონი (20); კარტერი (14), კოლისონი (4), რაიტი (12), კრაუდერი (5)

 

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო
77 57 4 3 20 7967:7411 0.740
2. ოკლაჰომა
77 56 4 2 21 8164:7457 0.727
3. დენვერი
77 53 4 1 24 8155:7775 0.688
4. კლიპერსი
77 51 0 2 26 7786:7300 0.662
5. მემფისი
77 52 4 1 25 7207:6908 0.675
6. გოლდენ სტეიტი
77 44 2 2 33 7763:7706 0.571
7. ჰიუსტონი
77 43 0 3 34 8181:7905 0.558
8. იუტა
78 41 3 3 37 7685:7689 0.526
9. ლეიკერსი
77 40 2 0 37 7856:7787 0.519
10. დალასი
77 38 2 8 39 7791:7856 0.494
11. პორტლენდი
77 33 5 1 44 7525:7726 0.429
12. მინესოტა
76 29 1 1 47 7274:7438 0.382
13. ნიუ ორლეანი
77 27 1 3 50 7239:7504 0.351
14. საკრამენტო
77 27 0 4 50 7694:8064 0.351
15. ფინიქსი
77 23 3 2 54 7295:7808 0.299

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი
76 60 5 1 16 7824:7228 0.789
2. ნიუ იორკი
76 50 0 1 26 7581:7263 0.658
3. ინდიანა
77 48 2 3 29 7291:6942 0.623
4. ბრუკლინი
76 44 5 0 32 7326:7220 0.579
5. ჩიკაგო
76 42 3 2 34 7047:7025 0.553
6. ატლანტა
78 42 4 1 36 7611:7583 0.538
7. ბოსტონი
77 40 7 4 37 7414:7424 0.519
8. მილუოკი
76 37 3 2 39 7527:7619 0.487
9. ფილადელფია
76 31 2 1 45 7062:7319 0.408
10. ვაშინგტონი
77 29 0 5 48 7168:7331 0.377
11. ტორონტო
77 29 2 7 48 7453:7633 0.377
12. დეტროიტი
78 26 0 3 52 7346:7704 0.333
13. კლივლენდი
76 24 0 1 52 7354:7694 0.316
14. ორლანდო
78 19 0 3 59 7340:7861 0.244
15. შარლოტი
77 18 3 1 59 7187:7933 0.234
0.199989