ფეხბურთი

17:34 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალიეხონს “ბერნაბეუდან” წასვლა სურს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ხოსე კალიეხონს კლუბის გამოცვლა სურს. Marca-ს ცნობით, ამის მთავარი მიზეზი “სანტიაგო ბერნაბეუდან” ჟოზე მოურინიოს აბარგებაა.

მოგეხსენებათ, მადრიდელებმა “მალაგასგან” უკვე შეიძინეს ისკო, გარეტ ბეილის ტრანსფერზე საუბარი კი, კვლავ არ წყდება. აქედან გამომდინარე, კალიეხონს “რეალის” სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრების შანსი უმცირდება და გარემოს გამოცვლაზეც ამიტომ ფიქრობს. მსურველებიც მრავლად ჰყავს: “ნაპოლი”, “ფიორენტინა”, “ლივერპული”...

შეხსენებისთვის, კალიეხონი “რეალში” 2011 წელს, “ესპანიოლიდან” გადავიდა.

 

0.140933