მადრიდის “რეალის” 26 წლის შემტევი ხოსე კალიეხონი უკვე ნეაპოლშია და ადგილობრივ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ნაპოლის” ვებგვერდი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, კალიეხონი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და ხელშეკრულებასაც გააფორმებს. იტალიური პრესის ცნობით, ჯერ კიდევ “რეალის” საკუთრებაში მყოფი შემტევი “ნაპოლის” 10 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო თავად კალიეხონი წელიწადში 3.5 მილიონს მიიღებს.