დიდი ალბათობით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ხოსე კალიეხონი კარიერას იტალიურ “ნაპოლიში” განაგრძობს. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კალიეხონი ნეაპოლში უახლოეს პერიოდში გაფრინდება და ადგილობრივ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მის სანაცვლოდ, “რეალი” 10 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსებეთ, რომ კალიეხონი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2011 წელს, “ესპანიოლიდან” გადავიდა. მადრიდელებს მისი შეძენა 5.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.