ფეხბურთი

16:18 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კალიარის” პრეზიდენტი ფეხბურთს ჩამოაშორეს

“კალიარის” პრეზიდენტი მასიმო ჩელინო ფეხბურთს 4 თვით ჩამოაშორეს. კლუბის ხელმძღვანელი იმიტომ დასაჯეს, რომ უფლება დართო ბილეთები გაეყიდათ მატჩზე, რომელიც გულშემატკივრების გარეშე უნდა ჩატარებულიყო. ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ი იუწყება.

შარშან სექტემბერში, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაავალდებულა “კალიარი”, რომ “რომასთან” საშინაო მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაეტარებინა, რადგან სტადიონი უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა, კლუბმა ეს აკრძალვა არ გაითვალისწინა და ბილეთები გაყიდა. შედეგად, თამაში არ შედგა და “კალიარის” წაგება (0:3) ჩაუთვალეს.

 

0.125071