ფეხბურთი

15:39 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალეხონი “ნაპოლიში” ბედნიერია

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, ხოსე კალეხონმა განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის,  რაფაელ ბენიტესის მსგავსად, გუნდიდან წასვლას არ აპირებს, რადგან იტალიაში თავს ბედნიერად გრძნობს.

ბოლო დროს, საკმაოდ ბევრი იწერებოდა კალეხონის “ნაპოლიდან” შესაძლო წასვლის შესახებ. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბენიტესმა იგი ერთ-ერთი ვარჯიშიდან გაათავისუფლა და საქმის მიმართ არასერიოზულ მიდგომაში დაადანაშაულა. ესპანელის მომავალს ყველაზე ხშირად მადრიდის “ატლეტიკოს” უკავშირებდნენ.

“შემიძლია, გითხრათ, რომ “ნაპოლიში” ბედნიერი ვარ და წასვლას არსად ვაპირებ. კლუბი და მწვრთნელი მენდობიან. მათთვის მადლობის გადახდას კარგი თამაშით ვაპირებ.

გასული სეზონით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, კარგად გავისარჯე. მომავალ სეზონში უფრო მეტი გოლის გატანას ვგეგმავ.” – განაცხადა კალეხონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი შემტევი “ნაპოლიში” ერთი წლის წინ მადრიდის “რეალიდან” გადავიდა და სერია ა-ს 37 თამაშში 15 გოლი გაიტანა.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.12497