ფიბა-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც საბერძნეთის ნაკრების 25 წლის გამთამაშებლის – ნიკ კალატესის 4-თვიანი დისკვალიფიკაცია დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ნბა-მ “მემფისელი” კალატესი აკრძალული პრეპარატის მიღების გამო, ხელფასის შენარჩუნების გარეშე, 20-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ბერძენი კალათბურთელისთვის აღებულ სინჯებში ტამოკსიფენის კვალი აღმოჩნდა.
გასულ კვირაში კალატესის დასჯის შესახებ განცხადება მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომაც განაცხადა. ათვლა 19 აპრილიდან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერძენი უკანახაზელი ეროვნულ ნაკრებთან შეერთებას 18 აგვისტოს მოახერეხებს და მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშიც შეეძლება.
ფიბა-ს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში კალატესს ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ექნება.
ისიც ვთქვათ, რომ ესპანეთში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატი 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე ჩატარდება.