კალათბურთი

14:20 | 24.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთელთა ნაკრები ისრაელში გაემგზავრა

დღეს დილით საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში გაემგზავრა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი ქართველები აღთქმულ მიწაზე 2 საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ. მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში ქართველები ისრაელს უკვე შეხვდნენ. 9 აგვისტოს, იტალიის ქალაქ ტრენტოს საერთაშორისო ტურნირზე, კოკოშკოვის გუნდმა მეტოქე 79:77 დაამარცხა.

ამჯერად საქართველო ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 26 აგვისტოს ქალაქ ეილატში, ხოლო 28-ში – ჰაიფაში. ქართველებმა აქამდე 7 საკონტროლო მატჩი ჩაატარეს, საიდანაც სამში იმარჯვეს, ხოლო ოთხში მარცხი განიცადეს. ისრაელის შემდეგ ქართველები ლიტვაში გაემგზავრებიან, სადაც, ქალაქ კაუნასში ამ ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ისრაელში საქართველოს ნაკრები 14 კალათბურთელით გაემგზავრა, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ცამტენი წავლენ. 2 ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელიდან ნაკრებს 1 უნდა გამოაკლდეს, ხოლო სლოვენიაში ჩასული 13 კალათბურთელიდან ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მხოლოდ 12 მოხვდება.

www.gbf.ge

0.115927