ჩოგბურთი

22:54 | 20.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას სტამბოლური ფინალი

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და პოლონელმა პაულა კანიამ სტამბულში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ფინალში ითამაშეს და 180-180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

კალაშნიკოვამ და კანიამ თურქეთში 3 გამარჯვება იზეიმეს. ქართულ-პოლონურმა დუეტმა საწყის რაუნდში უკრაინელ დებს – ლიუდმილა და ნადია კიჩენოკებს 6:7 (3:7), 6:4, 10:8 სძლია, შემდეგ მე-3 ნომრად განთესილი უკრაინელები – ბეიგელციმერი და სავჩუკი 6:0, 6:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ტატიშვილს და რუს სოლოვიევას აჯობა – 6:7 (4:7), 6:4, 12:10.

ფინალში კალაშნიკოვა და კანია იაპონელ მისაკი დოის და უკრაინელ ელინა სვიტოლინას გაეჯიბრნენ და 4:6, 0:6 წააგეს.

0.127348