ჩოგბურთი

23:25 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას მეოთხედფინალში ესპანელები ელიან

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ავსტრალიის ქალაქ ჰობარტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშებაში ასპარეზობს, მორიგ შეხვედრას 9 იანვრის დილას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი ჰობარტში მე-3 ნომრად არიან განთესილნი და პირველ რაუნდში სამხრეთაფრიკელ ნატალი გრენდინს და ამერიკელ ელისონ რისკეს 4:6, 6:4, 10:4 სძლიეს.

მეოთხედფინალში ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები ესპანელებს – ლარა არუაბარენას და სილვია სოლერ-ესპინოსას გაეჯიბრებიან, რომელთაც “უაილდ ქარდის” მქონე ავსტრალიელებს (ოლივია როგოვსკა-სტომ სანდერსი) 6:2, 2:6, 11:9 აჯობეს.

კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა ავსტრალიაში უკვე გამოიმუშავეს 60 სარეიტინგო ქულა, ნახევარფინალში გასვლისთვის 110 ქულას მიიღებენ, ფინალში გასვლა 180 ქულა იძლევა, ჩემპიონები კი 280 ქულას მიიღებენ.

 

0.120703