ჩოგბურთი

23:38 | 27.01.2014 | ნანახია 1355 - ჯერ

კალაშნიკოვას მარცხი პარიზში

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მეწყვილე გაბრიელა დაბროვსკისთან (კანადა) ერთად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე Open GDF SUEZ-ის გათამაშებაში (საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარი) ჩაერთო, თუმცა, პირველივე რაუნდში მარცხი განიცადა.

კალაშნიკოვამ და დაბროვსკიმ რუს ვერა დუშევინასთან და ესპანელ არანჩა პარა სანტოიასთან საწყისი სეტი სათავისოდ დაასრულეს, საბოლოოდ კი, 6:3, 3:6, 5:10 დამარცხდნენ. შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და მეტოქეებმა ერთმანეთის მოწოდება ოთხ-ოთხჯერ მოიგეს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:41 | 28.01.2014
mutombo (396)

ზდ, ფანატი

13:41 | 28.01.2014
mutombo (396)

ანტალიაში წვიმაა თუ იცით ?

00:54 | 28.01.2014
fanatic (1105)

დაბროვსკი აშკარად უკეთესი მეწყვილეა, ბურიაჩოკთან შედარებით

00:53 | 28.01.2014
fanatic (1105)

ეე, არადა ვუყურე თამაშს და უნდა მოეგოთ... :@

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066904
სარეკლამო ადგილი - 99
X x X