ნიუ ჰეივენის პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარი) წყვილთა შეჯიბრის პირველ წრეში ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და პოლონელი ალისია როსოლსკა ავსტრალიელ კეისი დელაკუას და შვეიცარიელ შტეფანი ვოგელეს დაუპირისპირდნენ და 6:7 (3:7), 1:6 წააგეს.
Connecticut Open presented by United Technologies-ის მე-2 რაუნდში გასვლისთვის 100 სარეიტინგო ქულა გახლდათ გათვალისწინებული. ახლა, კალაშნიკოვა აშშ-ს ღია პირველობის წყვილთა გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობს.