ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და რუმინელი ირინა-კამელია ბეგუ მადრიდში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 3 671 405 დოლარი) პირველივე რაუნდში გამოეთიშნენ.
Mutua
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში ანა ახალკაცმა რუს ელიზავეტა იურჩენკოს 5:7, 6:2, 6:4 სძლია და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც სერბ კრისტინა ოსტოიჩს ეთამაშება. წყვილებში ახალკაცი და ყაზახი ჟუმამუხამბეტოვა ავსტრალიელ ჯიანოტის და ზელანდიელ ტეტაის გაეჯიბრებიან.
შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში შვედ იდა ალფრედსონთან 2:6, 0:6 დამარცხდა ანა ქადაგიძე. წყვილებში ქადაგიძე და რუსი ციგანოვა ძალებს ბრიტანელ გიბსონთან და ინდოელ პედი რედისთან მოსინჯავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამი ტურის წინ ლივერპულთან რო შეაგდო ის არ ეთვლება?