ჩოგბურთი

15:33 | 16.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

კალაშნიკოვას და ბურიაჩოკის მარცხი

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის წყვილი ავსტრალიის ღია პირველობაში ჩაერთო, თუმცა, პირველივე მატჩში მარცხი განიცადა.

ქართულ-უკრაინული დუეტი საწყის შეხვედრაში ფავორიტად შერაცხულ რუსულ-ავსტრალიურ ტანდემს (ნადია პეტროვა-სამანტა სტოსური) გაეჯიბრა და 46 წუთში 1:6, 2:6 წააგო.

აღსანიშნავია, რომ კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა მეტოქეთა მოწოდება ვერცერთხელ მოიგეს, ჯამში კი, პეტროვასა და სტოსურზე თითქმის ორჯერ ნაკლები ქულები (31:60) მიითვალეს.


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064343