ჩოგბურთი

17:13 | 13.09.2013 | ნანახია 0 - ჯერ

კალაშნიკოვამ ტრაბზონის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელსაც ნამდვილად კარგი პერიოდი უდგას, მორიგი ტურნირი მოიგო. კალაშნიკოვა თურქეთის ქალაქ ტრაბზონში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) სერბ ალეკსანდრა კრუნიჩთან ერთად პირველ ნომრად გახლდათ განთესილი და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამართლა.

საწყის რაუნდში ოკსანას და ალეკსანდრას თურქები აკდემირი და ანილი არ გამოუცხადდნენ და გამარჯვება უბრძოლველად ერგოთ. მეოთხედფინალში ქართველმა და სერბმა რუსები – ბიჩკოვა და შამაიკო 6:1, 4:6, 10:6 დაამარცხეს, ნახევარფინალში მე-4 განთესვის მქონე პოლონურ-თურქულ დუეტს (ლინეტე-ოზგენი) მოუგეს – 6:1, 6:1, ხოლო ფინალში სომეხ ამირაღიანს და სლოვენიელ იაკუპოვიჩს აჯობეს – 6:2, 6:1.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვას 1675 ქულით 51-ე ადგილი უკავია, ტრაბზონში გამომუშავებული 70 ქულა კი მას მოწინავე ორმოცდაათეულში შესვლის საშუალებას მისცემს.

წყვილთა ტურნირშივე სცადეს ბედი ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ, თუმცა, პირველივე რაუნდში ხსენებულ ლინეტთან და ოზგენთან 5:7, 1:6 დამარცხდნენ.

ერთეულთა ტურნირში ყველაზე წარმატებულად ასევე კალაშნიკოვამ ითამაშა, რომელმაც მეოთხედფინალამდე მისვლა შესძლო, იქ კი გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამს ვეღარ გაუმკლავდა – 3:6, 1:6. სხვათა შორის ფრიედსამმა ფინალში გასვლაც მოახერხა, ისევე, როგორც უკრაინელმა იულია ბეიგელციმერმა. ამ უკანასკნელმა საწყის წრეში გორგოძეს 6:3, 6:2 მოუგო.

ტრაბზონულ ტურნირში თამარ ჭალაგანიძე, მარიამ ბოლქვაძე და სოფო ქვაცაბაიაც ჩაერთვნენ, თუმცა, მათ საკვალიფიკაცო ბადის დაძლევა ვერ მოახერხეს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:06 | 10.09.2015
Irakli Pirvelashvili (604)

რა ფასებს ურახუნბენ,მაგ ფასად 3-4 მაგარ მცველს დაითრევს კაცი

17:09 | 10.09.2015
S.A.F. (2852)

ეს 20ზე მეტი არ ღირს

14:46 | 10.09.2015
gerard888 (1536)

ინგლისის ნაკრების მომავალია.

14:46 | 10.09.2015
gerard888 (1536)

ზამთარში მაინც დაითრევს ჟოზე.

11:59 | 10.09.2015
Pharrell (1884)

გაახილოს მანჩეტსერის ხელმძღვანელობამ თვალები!!!მარტიალში რო 50-80 მილიონამდე გადაიხადეს, ამ კაცში არ უნდა დაენანოთ ფული.

11:57 | 10.09.2015
NGoLo KaNte (36472)

ზამთარში გადმოვა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063226
სარეკლამო ადგილი - 99
X x X