ჩოგბურთი

22:44 | 15.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ ტატიშვილის გადასწრების შანსი გაანიავა

19 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ არაბეთის გაერთიანებული ემირატების უდიდეს ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე პირველივე მატჩი წააგო და 2009 წლის საქართველოს პირველ ჩოგნად დასრულების შანსი გაანიავა.
ოქსანამ მე-5 ნომრად განთესილ ლატვიელ ანასტასია სევასტოვასთან მატჩში ღირსეულად იბრძოლა, თუმცა, სამ სეტში 2:6, 7:5, 6:2 წააგო და WTA-ს რეიტინგში კვლავაც ანა ტატიშვილს ზურგს უკან დარჩა.
წყვილთა გათამაშებაში მე-4 ნომრად განთესილი კალაშნიკოვასა და გერმანელი გოერგესის დუეტი იმავე სევასტოვასა და ფრანგი პავლოვიჩის ტანდემს გაეჯიბრება.
დუბაის საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარია. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093684