ჩოგბურთი

14:44 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ საკვალიფიკაციო ბადე ვერ დასძლია

ბელგიაში დაწყებულ ბრიუსელის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი 690 ათასი დოლარი) საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები მიმდინარეობს. ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ პირველ რაუნდში ამერიკელი ჯილ კრეიბასი 6:2, 6:4 დაამარცხა, შემდეგ კი მე-6 ნომრად განთესილ მარია ჟოაო კოელერთან 1:6, 3:6 დამარცხდა.

ბელგიის მეზობლად საფრანგეთში იმყოფება საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი, რომელიც სტრასბურგის პირველობაზე (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ძირითად ბადეშია დაშვებული. უკვე ცნობილია, რომ საწყის რაუნდში ტატიშვილი ტურნირზე “უაილდ ქარდით” მიწვეულ ფრანგ კაროლინ გარსიას ეთამაშება.

თეგებიტატიშვილი
0.403861