ჩოგბურთი

14:11 | 25.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ მოსკოვში წარმატებული სტარტი აიღო

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ოქსანა კალაშნიკოვამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაწყებული 25-ათასიან ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
მე-5 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ სერბ ანა იოვანოვიჩს შანსი არ დაუტოვა და 6:3, 7:5 სძლია, რისი წყალობითაც მერვედფინალში გააღწია. ოქსანას შემდეგი მეტოქე რუსი ელენა კულიკოვა იქნება.
წყვილთა ტურნირში პირველ ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამა და რუსმა ჩალოვამ უკრაინულ დუეტთან (კაპშაი-ვასილევა) 1:6, 6:7 (5:7) წააგეს.
ქართველ გოგონათა გარეშე გაგრძელდება 25-ათასიანი ტურნირი, რომელსაც უზბეკეთის ქალაქი ნამანგანი მასპინძლობს. მერვედფინალში მე-5 ნომრად მიჩნეული მაკა ჩახნაშვილი ბელორუს ვიკტორია იემელიანოვასთან 3:6, 6:2, 6:7 (3:7) დამარცხდა, თათია მიქაძემ კი უკრაინელ განა პივენთან 2:6, 5:7 წააგო.
წყვილთა მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე ჩახნაშვილი და შაფათავა პოლონელ კოსინსკასთან და სლოვაკ ვიენეროვასთან 1:6, 0:6 განადგურდნენ.
არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ფუჯაირაჰში 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია მანანა შაფაქიძემ, რომელსაც მეორე განთესვა აქვს მიკუთვნებული.
ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელ მარტინა კაჩიოტის 6:4, 6:3 სძლია, მისი შემდეგი მეტოქე კი მე-7 ნომრად მიჩნეული ომანელი ფატმა ალ ნაბჰანი იქნება.
წყვიილთა გათამაშების მეოთხედფინალში შაფაქიძე და ჰოპერი უკრაინულ ტანდემთან (ავდიენკო-კაზიმოვა) 4:6, 2:6 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.211527