ჩოგბურთი

0:06 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ მექსიკაში წყვილთა პირველი წრე დასძლია

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და კანადელი გაბრიელა დაბროვსკის წყვილმა, რომელსაც მექსიკის ქალაქ მონტერეიში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) მე-2 განთესვა გააჩნია, პირველ რაუნდში მძიმე გამარჯვება იზეიმა.

“აბიერტო მონტერეის” საწყის შეხვედრაში ოქსანამ და გაბრიელამ “უაილდ ქარდის” მქონე მექსიკელებს – ალეხანდრა სისნეროსს და კამილა ფუენტესს 7:5, 1:6, 10:7 სძლიეს და 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

მეოთხედფინალში კალაშნიკოვა და დაბროვსკი ფრანგ ამანდინ ჰესეს და ამერიკელ ჩიე-იუ ჰსუს ეთამაშებიან, რომელთაც ბულგარელი ელიცა კოსტოვა და ვენესუელელი ადრიანა პერესი 6:3, 6:3 დაამარცხეს.

თუკი ქართველა და კანადელმა ჩოგბურთელებმა მომდევნო რაუნდშიც იმარჯვეს, 110-110 ქულას მიიღებენ, ფინალში გასვლა 180 ქულას იძლევა, ჩემპიონები კი 280-280 ქულით დასაჩუქრდებიან.

0.11755