ჩოგბურთი

14:02 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ მექსიკაში პირველი წრე დასძლია

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მექსიკაში იმყოფება, სადაც მონტერეის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) ჩაება.

ABIERTO MONTERREY presentado por Afirme-ის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ რაუნდში ოქსანა ბელგიელ ისალინ ბონავენტურეს დაუპირისპირდა და სამსეტიან მატჩში 7:6 (7:5), 3:6, 6:2 სძლია.

დღეს, მე-2 წრეში კალაშნიკოვა ამერიკელ ჯულია ბოსერუპს გაეჯიბრება, რომელმაც მე-2 ნომრად განთესილ რუს ალექსანდრა პანოვას 7:5, 6:3 მოუგო. თამაშის თბილისის დროით 21:30 საათზე გახლავთ დაგეგმილი.

საწყისი გამარჯვების წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 10 სარეიტინგო ქულა მიიღო, თუკი ბოსერუპსაც აჯობებს, 14 ქულას შეიმატებს, ხოლო საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევა 18 ქულას იძლევა.

0.120234