ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა.
ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილი კალაშნიკოვა იაპონელ რიკა ფუჯივარასთან 0:3-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
კალაშნიკოვას და პოლონელი მაგდა ლინეტის პირველი რეიტინგის მქონე დუეტმა ვერც წყვილთა მეოთხედფინალური შეხვედრის ჩატარება მოახერხა, სადაც მეტოქეები ბრიტანელები – ჟოსელინ რაე და ანა სმიტი იყვნენ.