ჩოგბურთი

15:41 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვამ და კლეიბანოვამ პირველი რაუნდი დასძლიეს

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და რუსი ალისა კლეიბანოვას წყვილმა მაიამიში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 427 105 დოლარი) პირველი რაუნდი დასძლია.

კალაშნიკოვამ და კლეიბანოვამ ტაივანელ ჩია-იუნგ ჩუანგს და სამხრეთაფრიკელ ჩანელ შეეპერს 6:3, 1:6, 11:9 სძლიეს და 120-120 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს.

მერვედფინალში ქართულ-რუსული დუეტი მე-5 განთესვის მქონე ზიმბაბვურ-ინდურ ტანდემს (კარა ბლეკი-სანია მირზა) გაეჯიბრება. ამ უკანასკნელთ ასევე დაძაბულ ბრძოლაში ტაივანელებს (ჰაი-ჩინგ ჩანი/იუნგ-იან ჩანი) 6:3, 6:7 (6:8), 10:8 მოუგეს.

მომდევნო რაუნდის დაძლევის შემთხვევაში, კალაშნიკოვას და კლეიბანოვას 215-215 ქულა ერგებათ.

0.125773