ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ კლასიფიკაციაში ანა ტატიშვილი 176-ე ადგილზე აღმოჩნდა და საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა, თუმცა, ოქსანა კალაშნიკოვა მას 4 პოზიციითღა ჩამორჩება.
სულ კლასიფიკაციაში 10 ქართველი გოგონა მოხვდა, მათგან სამმა კი შესამჩნევი წინსვლაც განიცადა. სოფო ქვაცაბაია 44 საფეხურით დაწინაურდა, ეკატერინე გორგოძე – 61-ით, ხოლო ანა ჯიქია – 31-ით.
176 (175). ანა ტატიშვილი 328 ქულა; 180 (181). ოქსანა კალაშნიკოვა – 320; 206 (210). მაკა ჩახნაშვილი – 258; 352 (342). სოფო შაფათავა – 109; 429 (473). სოფო ქვაცაბაია – 80; 477 (457). მანანა შაფაქიძე – 66; 482 (543). ეკატერინე გორგოძე – 65; 488 (481). თათია მიქაძე – 63; 1024 (1024). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1084 (1115). ანა ჯიქია – 4;
“უძრაობის ხანა” გრძელდება ქართულ ვაჟთა ჩოგბურთში. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მორიგ რეიტინგში მოწინავე ხუთასეულში კვლავაც ვერცერთ ჩვენებურს ვერ ვხედავთ.
556 (563). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1016 (1024). ლადო ჩიხლაძე – 7; 1110 (1115). ლაზარე კუხალაშვილი – 5; 1516 (1519). გიორგი ცივაძე – 1; 1606 (1605). სოზარ გოქაძე – 1; 1606 (1605). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1606 (1605). გიორგი რევაზიშვილი – 1;
მიმდინარე კვირაში ნიკოლოზ ბასილაშვილი დომინიკის რესპუბლიკაში დაწყებულ კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება. წინა კვირაში ქართველმა ჩოგბურთელმა სანტო დომინგოს 10-ათასიან პირველობაზე უკვე ითამაშა და საწყის წრეშივე წააგო, ახლა კი, ძალებს კიდევ ერთხელ სცდის.
ამჯერად, ნიკოლოზის პირველი მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი ავსტრიელი ნიკოლაუს მოსერი იქნება. წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და რუსი გასპარიანი რუმინელ გარდსა და სერბ ობრადოვიჩს ეთამაშებიან.







