ჩოგბურთი

21:56 | 16.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა წყვილთა მეოთხედფინალშია

დუბაიში დაწყებული 75-ათასიანი ტურნირის ერთეულთა გათამაშებაში განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა პირველობაში ჩაება და პირველი გამარჯვება იზეიმა.
კალაშნიკოვასა და გერმანელი გოერგესის მე-4 ნომრად განთესილმა წყვილმა ლატვიელი სევასტოვასა და ფრანგი პავლოვიჩის დუეტს 6:2, 4:6, 10:5 სძლია.
მეოთხედფინალში ქართულ-გერმანული ტანდემი სერბულ წყვილს (იოვანოვსკი-ლუკიჩი) ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094853