ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც ინდოეთის ქალაქ ნავი მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მე-8 ნომრად არის განთესილი, პირველი გამარჯვება იზეიმა.
კალაშნიკოვამ ყირგიზი კსენია პალკინა იოლად 6:1, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელ რუტუია ბოსალეს დაუპირისპირდება.
წყვილებში პირველი რეიტინგის მქონე კალაშნიკოვამ და ლატვიელმა დიანა მარცინკევიჩამ უკრაინელ დიანა ბოგოლის და რუს ანა მორგინას 6:0, 6:3 მოუგეს, მეოთხედფინალში კი ძალებს ტაილანდურ დუეტთან (კამონვან ბუაიამი-პეანგტარნ პლიპუეჩი) მოსინჯავენ.