ჩოგბურთი

16:03 | 7.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ტაშკენტის ტურნირში ჩაება

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმყოფება და ძალებს ადგილობრივ ღია პირველობაზე სცდის, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია.

ერთეულთა შეჯიბრის კვალიფიკაციაში კალაშნიკოვამ ყაზახ იულია პუტინცევას 4:6, 6:4, 6:0 სძლია, თუმცა, გადამწყვეტ ეტაპზე მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელ ლიუდმილა კიჩენოკთან 1:6, 4:6 წააგო.

წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა და იაპონელი მისაკი დოი პირველი რეიტინგით ჩაებმებიან და საწყის რაუნდში სერბ კრუნიჩს და ჩეხ სინიაკოვას გაეჯიბრებიან.

0.116345