ჩოგბურთი

2:47 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ტაშკენტის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს დაემშვიდობა, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია.

თავდაპირველად, ოქსანა ერთეულთა ბადის საკვალიფიკაციო შეჯიბრს გამოეთიშა, ამჯერად კი, წყვილებშიც წაიფორხილა.

კალაშნიკოვას და იაპონელ მისაკი დოის მე-2 განთესვა გააჩნდათ, თუმცა, მათ დაძაბულ ბრძოლაში სერბულ-ჩეხურ დუეტთან (კრუნიჩი-სინიაკოვა) 2:6, 6:3, 11:13 წააგეს.

0.119234