ჩოგბურთი

17:05 | 15.07.2014 | ნანახია 1401 - ჯერ

კალაშნიკოვა სტამბოლის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველმა და პოლონელმა ჩოგბურთელებმა ოქსანა კალაშნიკოვამ და პაულა კანიამ თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) პირველი წრე დასძლიეს.

კალაშნიკოვამ და კანიამ უკრაინელ დებ – ლიუდმილა და ნადია კიჩენოკებთან დიდი ბრძოლა გადაიტანეს და 6:7 (3:7), 6:4, 10:8 იმარჯვეს.

ოქსანამ და პაულამ 60-60 ქულა გამოიმუშავეს და მეოთხედფინალში გააღწიეს. მათი მეტოქე უკრაინულ (ბეიგელციმერი-სავჩუკი) და რუმინულ-ებრაულ (ოლარუ-პეერი) წყვილებს შორის უმჯობესი იქნება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:33 | 17.07.2014
ocneba2 (323)

წარმატებები!

02:00 | 16.07.2014
fanatic (1105)

პირველ სეტში სეტზე აწვდიდნენ და 40-15 მიყავდათ, მარა მაინც წააგეს :დ ამათაც უნდა მოუგო და მერე უკრაინაში აღარ ჩაგესვლება

21:54 | 15.07.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067733