ჩოგბურთი

21:03 | 5.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ქვეყნის პირველ ჩოგანს ინარჩუნებს

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში 19 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ კარიერის საუკეთესო 158-ე პოზიციას უწია და საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა.
კალაშნიკოვას აქტივში 352 ქულაა და უმთავრეს კონკურენტ ანა ტატიშვილს 5 ადგილითა და 10 ქულით უსწრებს. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს პირადსარეკორდო 150-ე საფეხური გასული წლის მარტში ეკავა, ამჟამად კი 163- ადგილზე იმყოფება.
სულ კლასიფიკაციაში 10 ქართველი გოგონაა, რომელთაგან შედარებით ხელშესახები წინსვლა თათია მიქაძემა და მანანა შაფაქიძემ განიცადეს.
158 (161). ოქსანა კალაშნიკოვა – 352 ქულა; 163 (167). ანა ტატიშვილი – 342; 211 (210). მაკა ჩახნაშვილი – 250; 357 (354). სოფო შაფათავა – 109; 433 (432). სოფო ქვაცაბაია – 77; 449 (481). თათია მიქაძე – 71; 456 (475). მანანა შაფაქიძე – 69; 550 (553). ეკატერინე გორგოძე – 48; 1025 (1024). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1061 (1077). ანა ჯიქია – 5;
კვლავაც არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში, სადაც ქართველთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილს 532-ე პოზიცია უკავია.
532 (540). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 49; 1078 (1075). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1473 (1476). გიორგი ცივაძე – 1; 1569 (1574). გიორგი რევაზიშვილი – 1; 1569 (1574). სოზარ გოქაძე – 1; 1569 (1574). ნოდარ ითონიშვილი – 1.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098933