ჩოგბურთი

0:23 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ნიურნბერგის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარე 250-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი კალაშნიკოვა და პოლონელი კატარჟინა პიტერი ჰოლანდიურ-ჩეხურ დუეტს (კრაიჩეკი-კაროლინა პლისკოვა) დაუპირისპირდნენ და 4:6, 6:7 (6:8) წააგეს.

ოქსანამ და კატარჟინამ NURNBERGER VERSICHERUNGSCUP 2014-ზე 60-60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს.

ისიც ვთქვათ, რომ მომავალი კვირიდან კალაშნიკოვა და პიტერი საფრანგეთის ღია პირველობაში ჩაებმებიან.

0.135662