ჩოგბურთი

16:23 | 25.07.2013 | ნანახია NaN - ჯერ

კალაშნიკოვა ნახევარფინალშია და ტატიშვილს ელის

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის წყვილმა, რომელიც “ბაქოს თასზე” (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) მე-2 ნომრადაა განთესილი, მე-2 მატჩიც მოიგო და ნახევარფინალში გააღწია, რისი წყალობითაც 130 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.

კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა მეოთხედფინალში ბელარუს ილონა კრემენს და რუმინელ მარინა მელნიკოვას 6:4, 7:5 სძლიეს. მომდევნო შეხვედრაში ქართულ-რუსული წყვილის მეტოქე იმ მატჩში ირკვევა, რომელშიც კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს.

ანა ტატიშვილის და სერბი ვესნა დოლონცის დუეტი მეოთხედფინალში ჩეხი დების – კაროლინა და კრისტინა პლისკოვების წყვილს გაეჯიბრება, რომელიც ბაქოს ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი.

თურქეთში, სტამბულის 10-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი. ქართველმა ჩოგბურთელმა პუერტო რიკოელ ალექს ლომპარტთან 6:7 (8:10), 1:6 წააგო.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:13 | 22.07.2016
BATIGOLI 9. (4375)

კარგია რომ მოაშორეს ეს ჭირვეული. უდაოდ ნიჭიერი ბიჭია,მაგრამ ტვინი არ ჰყოფნის ფეხბურთის სათამაშოდ.
წესით ბუნდესლიგას უნდა მოერგოს,მითუმეტეს ჰამბურგის დონის გუნდში

23:11 | 21.07.2016
forza lazio bamos real (147)

ბარსელონას წლის ტრანსფერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067926