ჩოგბურთი

12:14 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა მადრიდში ითამაშებს

 

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმყოფება, სადაც ძალებს Mutua Madrid Open-ის (საპრიზო ფონდი 3 671 405 დოლარი) წყვილთა შეჯიბრში მოსინჯავს.

საწყის რაუნდში კალაშნიკოვა და რუმინელი ირინა-კამელია ბეგუ ჩეხ კლარა კუკალოვას და რუმინელ მონიკა ნიკულესკუს ეთამაშებიან.

წარმატების შემთხვევაში, ოქსანა და ირინა-კამელია 120-120 სარეიტინგო ქულას მიიღებენ და უკვე ისიც ცნობილია, რომ მერვედფინალში მე-6 ნომრად განთესილ ამერიკულ წყვილს (რაკელ კოპს-ჯონსი/ებიგეილ სპირსი) გაეჯიბრებიან.

საფრანგეთში კან-სურ-მერის 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდნენ მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი და ეკატერინე გორგოძე, თუმცა, წარუმატებლად.

მაკამ “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ ამანდინ კაზეას 6:3, 6:0 სძლია, რის შემდეგაც მე-7 რეიტინგის მქონე იტალიელ ჯულია გატო-მონტიკონესთან 0:6, 2:6 დამარცხდა. თავის მხრივ, ეკატერინემ მე-3 ნომრად განთესილ ამერიკელ საჩია ვიკერისთან 6:2, 1:6, 2:6 წააგო.

წყვილებში გორგოძე და ჩილელი სესილია კოსტა მელგარი ავსტრიელ ტამირა პაშეკს და ბელგიელ იანინა ვიკმაიერს დაუპირისპირდებიან.

ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში შვედ იდა ალფრედსონს ეთამაშება ანა ქადაგიძე. ანტალიის 10-ათასიან ტურნირის კვალიფიკაციაში ანა ახალკაცი რუს ელიზავეტა იურჩენკოს გაეჯიბრება, რომელმაც მარიამ კანდელაკი 6:0, 6:1 დაამარცხა.

0.119008