ჩოგბურთი

15:46 | 1.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ლიდერობას ინარჩუნებს

მიმდინარე კვირაში ქართველ ქალ ჩოგბურთელთა უმეტესობა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
კვალიფიკაციაში დაშვებული სამი ჩვენებურიდან გამარჯვებას მხოლოდ თათია მიქაძემ მიაღწია, რომელმაც მე-8 ნომრად განთესილ სერბ ალეკსანდრა კრუნიჩს 0:6, 6:2, 6:2 სძლია. მიქაძის შემდეგი მეტოქე რუსი მარტა სიროტკინა იქნება.
მე-14 ნომრად მიჩნეულმა სოფო შაფათავამ უკრაინელ ანასტასია ლიტოვჩენკოსთან 5:7, 4:6 წააგო, ხოლო მანანა შაფაქიძე შვეიცარიელ ამრა სადიკოვიჩთან (მე-16 ნომერი) 1:6, 4:6 დამარცხდა.
ძირითად ბადეში პირდაპირაა დაშვებული საქართველოს პირველი ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც სავარაუდოდ პირველ ნომრად იქნება განთესილი.
საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაწყებული 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ბელგიელი ელინ ბოეკენსი 5:7, 6:3, 6:2 დაამარცხა, შემდეგ კი გერმანელ კიმ-ალის გრაიდეკს 2:6, 6:4, 6:2 სძლია, რისი წყალობითაც ძირითად ბადეში გააღწია. გორგოძის შემდეგი მეტოქე მე-8 რეიტინგის მქონე უკრაინელი განა პივენი იქნება.
პირდაპირ მთავარ ტურნირში დაშვებული სოფო ქვაცაბაია მე-5 ნომრად მიჩნეულ შვეიცარიელ ნიკოლ რინერს შეერკინება. წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია იაპონელი კოზავასა და ჩინელი ლიუს დუეტს შეერკინებიან.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ კლასიფიკაციაში ქართველთაგან საუკეთესო პოზიცია კვლავაც ოქსანა კალაშნიკოვას უკავია, რომელიც 352 ქულით 163-ე გახლავთ და ანა ტატიშვილს 9 პოზიციით უსწრებს.
163 (163). ოქსანა კალაშნიკოვა – 352 ქულა; 172 (179). ანა ტატიშვილი – 336; 214 (212). მაკა ჩახნაშვილი – 252; 349 (347). სოფო შაფათავა – 109; 433 (432). სოფო ქვაცაბაია –77; 468 (467). მანანა შაფაქიძე – 66; 479 (478). თათია მიქაძე – 63; 553 (556). ეკატერინე გორგოძე – 48; 1026 (1027). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1078 (1079). ანა ჯიქია – 4;
ტეხასურ ტურნირებში ყოჩაღობის წყალობით, 40 ადგილით დაწინაურდა ვაჟთა შორის საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში მას 55 ქულით 507-ე ადგილი უკავია. ბასილაშვილი ტეხასშივე რჩება და მიმდინარე კვირაში მაკალენის 15-ათასიან ტურნირში იასპარეზებს.
507 (547). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 55 ქულა; 1076 (1080). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1484 (1485). გიორგი ცივაძე – 1; 1580 (1580). სოზარ გოქაძე – 1; 1580 (1580). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1580 (1580). გიორგი რევაზიშვილი – 1;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09071