ჩოგბურთი

17:01 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ინდოეთში ითამაშებს

მცირე პაუზის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა კორტს უბრუნდება. იგი ინდოეთის ქალაქ პუნეში იმყოფება და 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მე-6 განთესვით ითამაშებს.

ოქსანას პირველი მეტოქე ყირგიზი კსენია პალკინა გახლავთ. წყვილებში კალაშნიკოვას და პოლონელ მაგდა ლინეტს პირველი რეიტინგი გააჩნიათ და ისინი ძალებს “უაილდ ქარდის” მქონე ინდურ დუეტთან (პრერნა ბჰამბრი-ნიდჰი ჩილუმულა) მოსინჯავენ.

იტალიაში, დუინო აურისინას 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ ბიანკა ტურატის დაუპირისპირდება მე-2 განთესვის მქონე მაკა ჩახნაშვილი.

მორიგი 10-ათასიანი ტურნირი იმართება თურქეთის კურორტ ანტალიაშიც, რომელშიც თამარ ჭალაგანიძე იასპარეზებს. მისი პირველი მეტოქე სერბი დაიანა დუკიჩი იქნება.

ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაცო ბადე დასძლია გიორგი ჯავახიშვილმა. მან ჯერ გერმანელი ლეო კიმ შოერნერი დაამარცხა – 6:4, 7:6 (7:5), შემდეგ ბრიტანელ მაილს ბაგბის (მე-15 განთესვა) 6:2, 7:5 სძლია, ბოლოს კი პირველ ნომრად მიჩნეულ გერმანელ ფლორიან ბარტსაც აჯობა – 6:4, 6:1. ძირითად ბადეში ჯავახიშვილი მე-2 რეიტინგის მქონე ბელგიელ იანიკ რეუტერს დაუპირისპირდება.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან ყველაზე დიდი წინსვლა ეკატერინე გორგოძემ განიცადა, რომელმაც 26 ადგილით დაწინაურდა და 93 ქულით 419-ე პოზიცია უკავია. 8 საფეხურით დაწინაურდა სოფო შაფათავა, ხოლო საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი 499 ქულით 126-ეა.

126 (128). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 216 (224). სოფო შაფათავა – 288; 320 (303). ოქსანა კალაშნიკოვა – 146; 419 (445). ეკატერინე გორგოძე – 93; 468 (468). მაკა ჩახნაშვილი – 74; 680 (677). სოფო ქვაცაბაია – 36; 1196 (1196). მარიამ ბოლქვაძე – 4; 1219 (1216). თამარ ჭალაგანიძე – 3;

5 ქართველი ვაჟია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში: 362 (360). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 116 ქულა; 1090 (1093). ალექსანდრე მეტრეველი – 8; 1656 (1655). გიორგი ცივაძე – 2; 2118 (2122). მიხეილ ხმიადაშვილი – 1; 2118 (2156). გიორგი ჯავახიშვილი – 1;

0.114655