პორტუგალიის ქალაქ კეირაშში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა ოქსანა კალაშნიკოვამ.
ქართველმა ჩოგბურთელმა PORTUGAL OPEN-ის კვალიფიკაციაში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელი მარია პალოტო 6:0, 6:2 დაამარცხა, თუმცა, შემდეგ მე-8 ნომრად განთესილ რუმინელ ირინა-კემალია ბეგუსთან ვერაფერი გააწყო და 3:6, 1:6 წააგო.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვა ბელარუს ოლგა გოვორცოვასთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ წრეში პოლონურ-უკრაინულ დუეტთან (იანს-იგნაჩიკი/ზანევსკა) ითამაშებს.