ჩოგბურთი

1:49 | 15.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა დუბაის იმედადაა

გასული კვირაში საჩოგბურთო სამყაროში სრული სიმშვიდე სუფევდა, ამდენად განახლებულ რეიტინგებში მინიმალური ცვლილებები მოხდა. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში ქართველთაგან პირველობა ანა ტატიშვილმა შეინარჩუნა, თუმცა, მისი გადასწრების შანსი ოქსანა კალაშნიკოვას მიმდინარე კვირაში მიეცემა.
176 (176). ანა ტატიშვილი – 328 ქულა; 180 (180). ოქსანა კალაშნიკოვა – 320; 206 (205). მაკა ჩახნაშვილი – 258; 353 (354). სოფო შაფათავა – 109; 432 (431). სოფო ქვაცაბაია – 80; 477 (578). მანანა შაფაქიძე – 66; 485 (485). თათია მიქაძე – 63; 537 (540). ეკატერინე გორგოძე – 50; 1019 (1020). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1077 (1077). ანა ჯიქია – 4;
კალაშნიკოვა არაბეთის გაერთიანებული ემირატების უდიდეს ქალაქ დუბაიში იმყოფება, სადაც 75-ათასიან ტურნირში იასპარეზებს. ოქსანას პირველი მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი ლატვიელი ანასტასია სევასტოვა იქნება.
წყვილთა გათამაშებაში კალაშნიკოვასა და გერმანელი გოერგესის მე-4 ნომრად მიჩნეული დუეტი იმავე სევასტოვასა და ფრანგი პავლოვიჩის ტანდემს გაეჯიბრება.
ქართველებისთვის კატასტროფული ვითარება რჩება პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგშიც, სადაც ჩვენებურთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილს 558-ე ადგილი უკავია.
558 (557). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1009 (1010). ლადო ჩიხლაძე – 7; 1101 (1101). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1509 (1508). გიორგი ცივაძე – 1; 1600 (1600). სოზარ გოქაძე – 1; 1600 (1600). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1600 (1600). გიორგი რევაზიშვილი – 1;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090792