ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა და ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა, რომლებიც ინდოეთის ქალაქ ნავი მუმბაიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად არიან განთესილნი, ფინალში გავიდნენ.
ქართულ-ლატვიურმა დუეტმა ნახევარფინალში მე-3 რეიტინგის მქონე თურქები ბასაკ ერადინი და მელის სეზერი იოლად – 6:1, 6:1 დაამარცხა. გადამწყვეტ მატჩში ოქსანა და დიანა ბრიტანელებს – ჟოსელინ რაეს და ანა სმიტს დაუპირისპირდებიან.
ერთულთა ტურნირის მეოთხედფინალში მე-8 განთესვით მოასპარეზე კალაშნიკოვა ყაზახ კამილა კერიმბაიევასთან 3:6, 3:6 დამარცხდა.
ყატარის დედაქალაქ დოჰაში გრძელდება 10-ათასიანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ირჯება.
ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალში მე-3 განთესვის მქონე ქართველმა ამერიკელ მაიკლ შაბაზთან (მე-5) 2:6, 3:6 წააგო, წყვილებში კი ნიკოლოზი გაცილებით წარმატებულად ირჯება.
ბასილაშვილმა და ბელარუსმა იაჰორ იაცუკმა ბულგარელ ტიჰომირ გროზდანოვს და მეტიუ როის 6:3, 6:3 მოუგეს და ფინალში გააღწიეს, სადაც ბრიტანელ ევან ჰოიტს და ტუნისელ სკანდერ მანსურის ეთამაშებიან.