ჩოგბურთი

2:00 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და ბასილაშვილი სრული სვლით

ოქსანა კალაშნიკოვა ინდოეთის ქალაქ ნავი მუმბაიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

მე-8 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელი რუტუია ბოსალე 6:2, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ყაზახ კამილა კერიმბაიევას ეთამაშება.

წყვილებში პირველი განთესვის მქონე კალაშნიკოვამ და ლატვიელმა დიანა მარცინკევიჩამ ტაილანდელებს – ბუაიამს და პლიპუეჩს 4:6, 7:6 (7:4), 10:6 სძლიეს და ნახევარფინალში მე-3 რეიტინგით მოასპარეზე თურქულ დუეტს (ერაიდინი-სეზერი) გაეჯიბრებიან.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საწტის რაუნდში მე-4 ნომრად განთესილ უკრაინელ ალიონა სოტნიკოვასთან 0:6, 1:6 წააგო თამარ ჭალაგანიძე. წყვილებში ჭალაგანიძე და ფინელი ელია ლეივო სერბ დუკიჩს და ფრანგ რაზაფინდრანალის ვერ გაუმკლავდნენ – 6:3, 3:6, 10:12.

ყატარში, დოჰას 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალშია გასული ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინელ ჩუან ვანგს 3:6, 6:4, 6:3 სძლია და მე-5 რეიტინგის მქონე ამერიკელ მაიკლ შაბაზთან ჭიდილი ელის.

წყვილთა ტურნირში ბასილაშვილმა და ბელარუსმა იაჰორ იაცუკმა მე-3 ნომრად მიჩნეულ პოლონურ-გერმანულ ტანდემს (ჩადაი-შულცი) აჯობეს (7:5, 6:3) და ნახევარფინალში ბულგარელ გროზდანოვს და ფრანგ როის დაუპირისპირდებიან.

0.133273