ჩოგბურთი

2:21 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ბაქოში ტიტულის დასაცავად იბრძვის

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ოლგა სავჩუკის წყვილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ნახევარფინალში ითამაშებს.

ქართულ-უკრაინული დუეტი Baku Cup 2014-ზე პირველ ნომრად გახლავთ განთესილი და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაება, სადაც უზბეკურ-უკრაინულ წყვილს (აბდურაიმოვა-ფომინა) 6:3, 6:2 სძლია.

ოქსანამ და ოლგამ 110-110 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს, ნახევარფინალში კი რუს პანოვას და ბრიტანელ უოტსონს გაეჯიბრებიან.

ფინალის მე-2 საგზურისთვის რუმინულ-ებრაული (ოლარუ-პეერი) და იტალიურ-შვეიცარიული (სკიავონე-ვოეგელე) დუეტები იბრძოლებენ.

ისიც ვთქვათ, რომ აზერბაიჯანული ტურნირის ფინალში გასვლა 180 ქულას იძლევა, გამარჯვებულთათვის კი 280 ქულაა დაწესებული.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა ბაქოს თასის შარშანდელი გამარჯვებულია, თუმცა, მაშინ იგი კიდევ ერთ უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად თამაშობდა.

0.120383