ფეხბურთი

14:23 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კალაძემ და დემეტრაძემ ვეტერანთა ხსოვნის მატჩში ითამაშეს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ყოფილმა წევრებმა მცველმა კახა კალაძემ და თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ უკრაინის დედაქალაქში ვეტერანთა ხსოვნის მატჩში ითამაშეს.

მიმდინარე წელს, კიევის “დინამოს” სამი ყოფილი ფეხბურთელი: ანდრეი ბალი, ვალენტინ ბელკევიჩი და ანდრე გუსინი გარდაიცვალნენ. სწორედ, მათ ხსოვნას მიეძღვნა კიევში ვალერი ლობანოვკის სახელობის “დინამოს” სტადიონზე უკრაინული გრანდის სხვადახვა თაობის ვეტერანთა ამხანაგური შეხვედრა.

თამაში 3:3 დასრულდა და ერთი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა.

0.138235