ფეხბურთი

17:36 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალაძე და ტუდორი ერთმანეთს შეხვდნენ

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ენერგეტიკის მინსიტრი კახა კალაძე სასტუმრო "რედისონში" იგორ ტუდორს შეხვდა. როგორც იცით, "ჰაიდუკის" მწვრთნელი ტურინის "იუვენტუსში" გამოდიოდა და კალაძის წინააღმდეგაც უთამაშია იტალიაში.

კალაძემ და ტუდორმა ერთად ისადილეს და "დილა"-"ჰაიდუკის" მატჩზე ისაუბრეს. კახამ ხორვატს წარმატება უსურვა, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა გორელებთან მატჩში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069629