ფეხბურთი

11:51 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკუბავა “სამტრედიას” შეუერთდა

ქართველი მცველი ლევან კაკუბავა, ამიერიდან “სამტრედიის” კლუბის ღირსებას დაიცავს.

23 წლის კაკუბავა კვიპროსის “ომონიაში” ზაფხულში გადავიდა და კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა კვიპროსელების და ქართველის თანამშრომლობა დიდხანს არ გაგრძელდა. თავადაპირველად, “ომონია” ქართველის ერთწლიანი იჯარით გაშვებას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ და კონტრაქტი გაწყვიტეს.

ლევან კაკუბავა: “სამტრედია” გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, კარგი გუნდია, რომელსაც სერიოზული მიზნები აქვს და შევეცდები, ამ მიზნის განხორციელებაში ჩემი წვლილიც შევიტანო”.

შეგახსნებთ, რომ კვიპროსულ “ომონიაში” გადასვლამდე, კაკუბავა ცხინვალის “სპარტაკის” რიგებში გამოდიოდა.

 

ედემი ელერჯია

 

0.118871